ამაზე მარტივად რანაირად აგიხსნათ???
წარმოიდგინეთ, ძალიან გინდათ ჩააბაროთ და ისწავლოთ ვენის “მუსიკისა და საშემსრულებლო ხელოვნების უნივერსიტეტში” .
მიხვედით და დაიწყეთ,მაგრად ვმღერი და ვუკრავ ქართულებს და მიმიღეთო. (ნუ, არაყიშვილიც ვიცი, ფალიაშვილიცო).
ხოდა, იქ გითხრეს, ვერა, ბატონო, მოცარტიც, ბახიც, ბეთხოვენიც უნდა იცოდეთ, რომ მიგიღოთო…
შენ მოდიხარ სახლში და იწყებ გაზმანოვის,კირკოროვის და ბასკოვის სწავლას…
ვენიდან გეუბნებიან, ეგ არა, ბატონო, კლასიკა – ბეთხოვენი, ბახი, მოცარტი უნდა იცოდეთო…
და შენ იწყებ გატრაკებას: ეს დამპალი ევროპა მე ჩემი ქართულებით და რუსულებით რატომ არ მიშვებს კონსერვატორიაშიო???
ნორმალურია ახლა ეს თქვენი აზრით???
წერს საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ოზურგეთელი მუსიკოსი-გოგა გორდელაძე