“ნუ დააყენებთ ბავშვს კუთხეში იმის გამო, რომ რაღაც არ გამოუვიდა, რაღაც გააფუჭა, ან რაღაც ისე თუ ვერ გააკეთა როგორც თქვენ (მო)სთხოვეთ… ნუ გაუწყრებით იმის გამო, თქვენი იმედები ვერ გაამართლა… ნუ დასჯით კუთხეში დგომით… ნუ აიძულებთ პირით კედლისკენ დგომას! ცხოვრება ისედაც სასტიკია, ვინ იცის რამდენჯერ მოიმწყვდევს კუთხეში… რამდენჯერ მოსთხოვს პასუხს შეცდომის გამო… თქვენ ნუ გააკეთებთ ამას… დააცადეთ იაზროვნოს, გაიზარდოს… აუხსენით რაში შეცდა… რომ შიძლებოდა სხვაგვარად, სწორად მოქცეულიყო… არ გამოუვიდა? არაუშავს… ამით ხომ ქვეყანა არ დაქცეულა!.. უჩვენეთ სწორი გზა საკუთარი გამოცდილებიდან… ნუ მიაჩვევთ ბავშვებს მრისხანებას… გაუფერადეთ ბავშვობის ხანმოკლე დღეები. ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ ბავშვობა ბედნიერ, ტკბილ მოგონებად დარჩეთ… ბედნიერებას ფულით ვერ იყიდი, ბედნიერება თბილი ურთიერთობებია.. აჩუქეთ ბავშვებს ფერადი ბავშვობა, ბევრი სიცილი, მხიარული არდადეგები, ტკბილი შოკოლადები… ხასხასა-ხასხასა მოგონებები, რომელსაც დრო ვერ გაახუნებს… ასწავლეთ სიცოცხლის სიყვარული… ნუ შეაშინებთ ცხოვრებით… უშეცდომო არავინაა-ალბათ, არც თქვენ!.. სანამ ბავშვს კუთხეში დააყენებდეთ ჰკითხეთ საკუთარ თავს, ხართ თუ არა იდეალური?! ნუთუ თქვენ არ დაგიშვიათ პატარ-პატარა “უბოროტო” შეცდომები?!მერწმუნეთ, შვილების სწორად აღზრდას მათი ნერვული სისტემის განადგურების ხარჯზე ვერ შეძლებთ!.. ნუ გაზრდით ცხოვრებისგან დაჩაგრულ ადამიანს!.. გაუფრთხილდით თქვენი შვილის თითოეულ წამს!..მოეფერეთ, აპატიეთ, ჩაეხუტეთ, აკოცეთ, დაარიგეთ…ასწავლეთ და ისწავლის სწორად როგორ იცხოვროს!.. ძალიან, ძალიან მინდა ქვეყნად ყველა ბავშვი ბედნიერი იყოს!.. გვიყვარდეს, დავიცვათ და გავაბედნიეროთ!!!”- / ია ნანეიშვილი. /