ევროპაში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა მცირდება – რომელი ქვეყნები ლიდერობენ

ამასთან, წელს, EU-ს თავშესაფრის მაძიებელთა საკითხებზე მომუშავე სააგენტოს ბოლო, 2024 წლის ივნისის მონაცემებით, თავშესაფარს საქართველოს მოქალაქეები ყველაზე ხშირად საფრანგეთში, იტალიასა და გერმანიაში ითხოვდნენ. 6-თვიან პეროდშიც სწორედ ეს ქვეყნები ლიდერობდნენ. უფრო კონკრეტულად, 2024 წლის იანვარ-ივნისში საფრანგეთში თავშესაფარი საქართველოს 1 635-მა მოქალაქემ ითხოვა (2023 წლის 6 თვეში – 3 310); იტალიაში – 1 500-მა (2023 წელს – 1 705) და გერმანიაში 1 395-მა (2023 წელს 5 155).

რაც შეეხება კონკრეტულად ბოლო, 2024 წლის ივნისის მონაცემებს, მაგ პერიოდში ევროკავშირის 27 ქვეყანაში თავშესაფარი საქართველოს 900-მა მოქალაქემ მოითხოვა. აქედან:

  • საფრანგეთი – 280
  • იტალია – 220
  • გერმანია – 195
  • ბელგია – 70
  • ირლანდია 45
  • ესპანეთი – 35
  • საბერძნეთი – 20
  • ავსტრია – 20
  • შვეიცარია – 20
  • ნიდერლანდები – 5
  • შვედეთი – 5
  • .bpn.ge
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share