ამასთან, წელს, EU-ს თავშესაფრის მაძიებელთა საკითხებზე მომუშავე სააგენტოს ბოლო, 2024 წლის ივნისის მონაცემებით, თავშესაფარს საქართველოს მოქალაქეები ყველაზე ხშირად საფრანგეთში, იტალიასა და გერმანიაში ითხოვდნენ. 6-თვიან პეროდშიც სწორედ ეს ქვეყნები ლიდერობდნენ. უფრო კონკრეტულად, 2024 წლის იანვარ-ივნისში საფრანგეთში თავშესაფარი საქართველოს 1 635-მა მოქალაქემ ითხოვა (2023 წლის 6 თვეში – 3 310); იტალიაში – 1 500-მა (2023 წელს – 1 705) და გერმანიაში 1 395-მა (2023 წელს 5 155).
რაც შეეხება კონკრეტულად ბოლო, 2024 წლის ივნისის მონაცემებს, მაგ პერიოდში ევროკავშირის 27 ქვეყანაში თავშესაფარი საქართველოს 900-მა მოქალაქემ მოითხოვა. აქედან:
- საფრანგეთი – 280
- იტალია – 220
- გერმანია – 195
- ბელგია – 70
- ირლანდია 45
- ესპანეთი – 35
- საბერძნეთი – 20
- ავსტრია – 20
- შვეიცარია – 20
- ნიდერლანდები – 5
- შვედეთი – 5
- .bpn.ge