პარტიული რეიტინგები Edison Research-ის კვლევის მიხედვით

ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით, კვლევითმა კომპანია Edison Research-მა საზოგადოებრივი აზრის მორიგი გამოკითხვა ჩაატარა. კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას, პარტიების რეიტინგები ალოკაციით, შეწონვის მეთოდით შემდეგნაირად განაწილდა:

  • ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო – 32%
  • ერთიანობა: ენმ, სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველო – 20%
  • კოალიცია ცვლილებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი, დროა – 11.9%
  • გახარია – საქართველოსთვის – 11.9%
  • ძლიერი საქართველო: ლელო, ხალხისთვის, თავისუფლების მოედანი, მოქალაქეები – 9.9%
  • ლეიბორისტული პარტია – 5%
  • გირჩი (იაგო ხვიჩია) – 4.7%
  • პატრიოტთა ალიანსი/ალტ ინფო – 3.6%
  • ჩვენ – დავით ქაცარავა – 0.7%
  • სხვა პარტიები – 0.3%

ფორმულას ცნობით, კვლევის ფარგლებში პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 200 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.

კვლევის შედეგების ცდომილება არის +/- 2.8%, 95%-იანი სანდოობით. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 10-22 სექტემბრის შუალედში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share