TasteAtlas-მა ყველაზე ცუდი შეფასების მქონე ქართული საკვების რეიტინგი განაახლა. რეიტინგში მოხვდა 13 სხვადასხვა ტიპის საკვები, რომელთა შეფასებაც 2.9-დან 3.9-მდე მერყეობს. მონაცემები დაფუძნებულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები 3053 მომხმარებლის შეფასებაზე.
აღნიშნული მონაცემების თანახმად, ყველაზე ცუდი რეიტინგი ხაშს აქვს. უფრო კონკრეტულად, 5 ბალიანი შეფასების სისტემიდან კერძმა მხოლოდ 2.9 ვარსკვლავი დაიმსახურა. რეიტინგში შესული 13 საკვები და მათ მიერ მიღებული ვარსკვლავების რაოდენობა ასე გამოყურება:
- ხაში – 2.9 ვარსკვლავი;
- ფელამუში – 3.2 ვარსკვლავი;
- მჭადი 3.4 ვარსკვლავი;
- ტყლაპი 3.5 ვარსკვლავი;
- ჩურჩხელა 3.6 ვარსკვლავი;
- ღომი 3.6 ვარსკვლავი;
- ხაშლამა 3.7 ვარსკვლავი;
- ჭვიშტარი 3.7 ვარსკვლავი;
- სოკო კეცზე 3.8 ვარსკვლავი;
- ბუღლამა 3.8 ვარსკვლავი;
- მუჟუჟი 3.8 ვარსკვლავი;
- აჯაფსანდალი 3.9 ვარსკვლავი;
- ჯონჯოლი 3.9 ვარსკვლავი.