უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, ვოლგოგრადში ოკუპანტების იარაღის საწყობზე იერიში 12 კამიკაძე დრონით მიიტანეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს და წერს, რომ ქალაქ კოლტუბანში მდებარე საწყობში ოკუპანტები რუსეთის თავდაცვის სამინისტროს რაკეტებს, ტყვია-წამალს და პირველი ხარისხის ფეთქებად მასალას ინახავდენენ.
გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინელებმა საწყობს 600 კილომეტრის მანძილიდან ესროლეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მაღალჩინოსნის, ანდრეი კოვალენკოს თქმით, საწყობში ასევე ინახებოდა ირანული ბალისტიკური რაკეტები.