რატომ ვერ დაიცვა ოპოზიციამ საარჩევნო უბენბზე მიღებული ხმები

რეპრესიები, დევნა-შევიწროება და განსხვავებულად მოაზროვნეთა ქვეყნიდან განდევნა – ოპოზიციის ლიდერები იმ მიზეზებზე საუბრობენ რის გამოც ხმების დაცვა ვერ მოხერხდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გაერთიანებული ოპოზიცია-ძალა ერთობაშია“ ადგილობრივი ლიდერი დავით მჟავანაძე „გურიის მოამბესთან“ იმ მიზეზებზე საუბრობს, თუ რის გამო ვერ მოახერხა ოპოზიციამ წინ აღსდგომოდა ხელისუფლების მხრიდან საარჩევნო უბნებში საპარლამენტო არჩევნების შედეგების მასიურ გაყალბებას.
გარდა საზოგადოებისათვის უკვე ცნობილი მიზეზებისა, როგორიცაა მოსყიდვა, „სომხური კარუსელი“, დაშინება, მჟავანაძე კიდევ ერთ მიზეზზე საუბრობს-ესაა-ინტელექტუალური რესურსის დეფიციტი.


ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ „ქართული ოცნება“, ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, 2012 წლიდან, მთავარ ოპოზიციურ ძალაძე, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე“ ახორციელებს არნახულ რეპრესიებს:
„არაფერს ვამბობ იმაზე რომ გაერთიანების ლიდერი, ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დევნილობაშია და მასთან ერთად პარტიის ათეულობით ლიდერი საზღვარგარეთაა გაქცეული, ანაც ქვეყანაში უკანონოდ დაპატიმრებული სასჯელს იხდის.
ყურადღება მინდა გავამახვილო იმ ფაქტზე, რომ მთავარ ოპოზიციურ ძალაზე ამ 8 წლის განმავლობაში გადაიარა რეპრესიების სამმა მძლავრმა ტალღამ.
პირველი ეს იყო 2012 წლის შემდგომი პერიოდი, როცა მასიურად დაიწყეს საჯარო სამსახურებიდან ჩვენი აქტივისტებისა და მხარდამჭერების გამოყრა, დაპატიმრებები, ეს გაგრძელდა 2014 წლამდე.
შემდგომი ტალღა დაიწყო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე და 2017 წლის ადგილობრივი არჩევნებამდე გრძელდებოდა.
მომდევნო ტალღა უკვე 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისას დაიწყო და განსაკუთრებით მძიმე ხასიათი მან მეორე ტურის დასრულების შემდეგ მიიღო’ – გვეუბნება მჟავანაძე.
ოპოზიცია 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შემდეგ ალაპარაკდა რეპრესიების ახალ, მძლავრ ტალღაზე.
მისი ადგილობრივი აქტივისტები საუბრობენ, რომ 2018 წელს ქვეყანა კიდევ დამატებით უამრავმა მხარდამჭერმა დატოვა, ქვეყნის დატოვების მიზეზი კი რეპრესიების ტალღიდან თავის დაღწევა იყო.

თუ გავითვალისწინებთ წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ამ არჩევნების შეფასებას, დავასკვნით, რომ ოპოზიციის განცხადებები საფუძველს მოკლებული არაა.
მაგალითისათვის სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დასკვნით
2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების კენჭისყრის შედეგებიდან გამომდინარე საქართველოს პრეზიდენტის გამოსავლენად საჭირო გახდა არჩევნების მეორე ტურის გამართვა, ვინაიდან პირველ ტურში პრეზიდენტობის ვერცერთმა კანდიდატმა ხმათა 50%-ზე მეტი ვერ მიიღო. მეორე ტურში გადავიდა საუკეთესო შედეგების მქონე ორი კანდიდატი – „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი – სალომე ზურაბიშვილი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, რომელსაც მხარს გაერთიანებული ოპოზიციის ნაწილი სახელწოდებით „ძალა ერთობაშია“ უჭერს. გრიგოლ ვაშაძეს მხარდაჭერა ასევე გამოუცხადეს პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ – „ევროპულმა საქართველომ“ და საქართველოს რესპუბლიკურმა პარტიამ. სალომე ზურაბიშვილს მხარი დაუჭირა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“.
პირველი ტურთან შედარებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდი კიდევ უფრო მკვეთრი პოლარიზებით და მეტად გამოხატული ნეგატიური კამპანიით ხასიათდებოდა, რაც გამოიხატებოდა კანდიდატების და მათ მხარდამჭერების მიერ მედიით გაკეთებულ განცხადებებში, კანდიდატების წინასაარჩევნო რეკლამებში და სოციალურ მედიაში მიმდინარე აგრესიულ კამპანიაში.
მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდში ფიზიკური დაპირისპირების არაერთ შემთხვევას ჰქონდა ადგილი
მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდში ფართოდ გავრცელებული და შემაშფოთებელი სახე მიიღო ამომრჩეველზე ზეწოლის შემთხვევებმა
ასევე გაიზარდა ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტები. უპრეცედენტო იყო ამომრჩევლის კეთილგანწყობის მოპოვების მიზნით საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება 600,000 მოქალაქისთვის ჯამში მილიარდნახევარი ლარის ოდენობის ფინანსური ვალდებულებების „განულების“ შესახებ. აღნიშნული პროგრამა 19 ნოემბერს დაანონსდა და იგი სახელმწიფოს ჩართულობით ფონდი „ქართუს“ მიერ 15-დან 31 დეკემბრამდე მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფისთვის 2000 ლარზე ნაკლები ოდენობის სესხების ჩამოწერას ითვალისწინებდა“ ნათქვამია ზემოაღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციების დასკვნაში.
ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი კახა ასკურავა, რომელიც „გაერთიანებული ოპოზიციის“ შტაბს ლანჩხუთში ხელმძღვანელობდა, ამბობს: „როცა ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაწყებულ რეპრესიებზე ვსაუბრობდით, მხედველობაში გვქონდა სახელმწიფო სტრუქტურებიდან დაწყებული ზეწოლები, რომელსაც ბევრმა ქვეყნიდან გაქცევით დააღწია თავი, თუმცა, 2019 წელი იმით არის გამორჩეული სხვა რეპრესიის წლებიდან, რომ როცა „გავრილოვის ღამეზე“ და მის შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე ვსაუბრობ (2019 წლის 20 ივნისს ხელისუფლებამ მშვიდობიანი ანტისაოკუპაციო, ანტირუსული აქცია სპეცრაზმის გამოყენებით – წყლის ჭავლით, რეზინის და ე. წ. დათვის, წითელი რაკეტისებრი ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით დაშალა. დაშავდა ათობით ადამიანი, მათგან 38 ჟურნალისტი. ორმა მოქალაქემ თვალიც დაკარგა. თუმცა ხელისუფლება აცხადებს, რომ დემონსტრანტები სახელმწფო გადატრიალებას გეგმავდნენ.


20 ივნისის აქცია მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში რუსი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი ჩაჯდა), აქ უკვე ხელისუფლებამ და მმართველმა პარტიამ სახელმწიფო სტრუქტურებთან დამატებით ე.წ. „კანონიერი ქურდები“ და კრიმინალები მოგვისია და ფაქტიურად ჩვენს აქტივისტებზე ქუჩებში დაიწყეს ნადირობა, ამის ნათელი მაგალითი ბევრია, თუნდაც ოზურგეთელი ბექა მაღლაფერიძე, რომელიც სხვებთან ერთად იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა მხოლოდ იმის გამო, რომ „გავრილოვის ღამეს“ ქვეყნის პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს აპროტესტებდა.
მოხდა ყველა აქციაზე მყოფი პირის იდენტიფიცირება და როგორც მათზე. ასევე მათ ოჯახებზე, ოჯახის წევრებზე ზეწოლები. გარდა იმისა რომ ეს ადამიანები უსამსახუროდ დარჩნენ, აღმოჩნდნენ ქუჩაში, მოსალოდნელი ანგარიშსწორების მოლოდინში, კრიმინალების პირისპირ, რომელიც მათ ხელისუფლებამ მიუსია.
„გავრილოვის ღამის“ შემდეგ უამრავმა ადამიანმა. ძირითადად განსხვავებულად მოაზროვნემ და ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილმა დატოვა ქვეყანა, ამათგან ძალიან ბევრი ჩვენი მხარდამჭერი იყო“ აცხადებს ასკურავა.
ბექა მაღლაფერიძეზე, ხათუნა თავდიშვილზე, თეა იოსელიანზე და სხვებზე საუბრობს ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი შალვა თავდიშვილი, რომელიც გაერთიანებულ ოპოზიციას ძიმითსა და ნაგომარში წარმოადგენდა:
„არ გევყო რესურსი, ადამიანური რესურსი, რომ წინ აღვდგომოდით ამ მასშტაბურ შემოტევას, რაც ყველა ნხრიდან მოდიოდა. იქნებოდა ეს პოლიცია, სახელმწიფო სტრუქტურები, ქუჩა, პროკურატურა, სუსი თუ სხვა. მიუხედავად უპრეცენდენტო მხარდაჭერისა, საარჩევნო ადმინისტრაციამ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ოქმი გადაგვისწორა და წაგებულად გამოგვაცხადა. არნახული უტიფრობა, სიტყვები არ მყოფნის“ – ამბობს თავდიშვილი.
ჩვენ დავუკავშირდით აქ ნახსენებ ადამიანებს, ვინც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქვეყანა, აქ შექმნილი მძიმე პოლიტიკური სიტუაციის გამო დატოვა:

„ვიმყოფები გერმანიაში, ბამბერგის ლტოლვილთა თავშესაფარში, საქართველოდან შვილებთან ერთად გამოვიქეცი გასულ წელს, ვითხოვ გერმანიის ხელისუფლებისაგან პოლიტიკური დევნილის სტატუსს, „გავრილოვის ღამის“ შემდეგ უცნობი პირები დამიკავშირდნენ სოციალურ ქსელ ფეისბუკში და დამემუქრნენ შვილების ლიკვიდაციით, მითხრეს, რომ თუ არ შევწყვეტდი გაზეთში და ვებ გვერდზე კრიტიკული მასალის ბეჭდვას, დამიხოცავდნენ შვილებს, მივმართე პოლიციას, გამოძიებამ მოახდინა ერთერთი თავდამსხმელის იდენტიფიცირება, ის თბილისის მერიის თანამშრომელი აღმოჩნდა, თუმცა მეტი არაფერი, მუქარები გრძელდებოდა და იძულებული გავხდი ჩემს არასრულწლოვან შვილებთან ერთად საქართველოდან გავქცეულიყავი, საფრთხე რეალური იყო.
ხათუნა თავდიშვილი; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი; 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შემდეგ დაიწყო ჩემზე და ჩემი ოჯახის წევრებზე რეპრესიები, დედაჩემი დაითხოვეს სამსახურიდან, რის ნერვიულობასაც გადაყვა კიდეც, შარშან გარდაიცვალა, უდიდესი ზეწოლები იყო ჩემზე, იძულებული გავხდი დამეტოვებინა ქვეყანა და ახლა საბერძნეთში ვარ.
, ჩვენთან ოფიციალურად საუბარი მისი ოჯახის წევრებს უჭირს,
როგორც მისი მეგობრები გვიყვებიან. მაღლაფერიძეს პრობლემები „გავრილოვის ღამის“ საპროტესტო აქციებში მონაწილეობის შემდეგ შეექმნა, მისი სქმე გამორჩეული იმით არის, რომ ხელისუფლებიდან დაწყებული ზეწოლების გამო ის სამსახურის გარეშე დარჩა თუმცა, იმავე ხელისუფლების დაკვეთით მას შინაგან საქმეთა სამინისტრომ ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები დაუპირისპირა და მას ე.წ. „ქუჩა“ ფიზიკური ლიკვიდაციით ემუქრებოდა იმ შემთხვევაში თუ ის გააგრძელებდა ოპოზიციის მხარდაჭერას ან კიდევ მსგავს აქციებში მონაწილეობას.
ოპოზიციაში გვეუბნებიან, რომ ეს სამი ადამიანი ‘ზღვაში წვეთია“ და მათი რიცხვი, ვინც ქვეყანა დევნა შევიწროების და ფიზიკური ანგარიშსწორებიდან თავის დაღწევის მიზნით დატოვა, მარტო გურიაში რამდენიმე ასეულს აღემატება.
საბოლოოდ გურიაში, საარჩევნო ადმინისტრაციის წინასწარი საბოლოო შედეგებით 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 55,76 % მიიღო, ხოლო „გაერთიანებულმა ოპოზიცამ“ 22, 34%; „ევროპულმა საქართველომ“ 5.58%, „პატრიოტთა ალიანსმა“ 4,1%, „სოლიდარობის ალიანსმა“ 3,15;

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share