14 – 15 მაისს ქ.თერჯოლაში 15 წლამდელთა შორის ბერძნულ – რომაულ ჭიდაობაში რესპუბლიკური ტურნირი იმართება.
ასპარეზობაში მონაწილეობას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებული ჭიდაობის სექციის სპორტსმენები იღებენ.
ხვალ სხვადასხვა წონით კატეგორიაში ფინალური, ასევე მესამე საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლები გაიმართება.
ოზურგეთელ მოჭიდავეებს სამი ოქროსა და ექვსი ბრინჯაოს მოპოვების შანსები აქვთ.
ოქროს მედლების მოსაპოვებლად იბრძოლებენ :
გიორგი მათითაიშვი ( 32 კგ)
ნიკოლოზ კუტუბიძე ( 38 კგ ) 2
რეზი გუჯაბიძე ( 48 კგ)
ოზურგეთელი სპორტსმენები ასპარეზობისთვის კახაბერ აბაშიძემ მოამზადა.