ხელისუფლებას არ სურს ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობა მიაღებინოს – შენგელია

“ხელისუფლებას არ სურს, ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობა მიაღებინოს” – ამის შესახებ emguide.ge-ის ერთ-ერთმა დამუძნებელმა, ბაჩანა შენგელიამ “საჯარო პოლიტიკის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ემიგრანტების კონსტიტუციური უფლებაა, რომ არჩევნებში ხმის მიცემის უფლება ჰქონდეთ.

”რეალობა გვაქვს ის, რომ ამ წუთისთვის გვყავს რვაასი ათასამდე ემიგრანტი. აქედან საკონსულო აღრიცხვაზე დამდგარი იყო ასი ათასზე მეტი, მაგრამ ხელისუფლებამ და საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რატომღაც გამოაცხადა, რომ სულ არის 65 ათასი. არადა საპირისპიროს მეტყველებს მათივე საიტი, სხვა სტატისტიკა, რომელიც აგვისტოს თვეში გვეუბნებოდა, რომ უკვე 67 ათასი იყო და რეალობა არის ის, რომ ხელისუფლებას არ სურს ამ ადამიანებს მიაღებინოს მონაწილეობა არჩევნებში, ვინაიდან არ ელოდება იქიდან მხარდაჭერას და არ აძლევს ამ ადამიანებს თავისი კონსტიტუციური უფლების გამოყენების შანს. ეს არის საკუთარი უფლების წართმევა”, – ამბობს ბაჩანა შენგელია.

ცნობისთვის, მოლდოვა 20 ოქტომბერს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნებისა და რეფერენდუმისთვის საზღვარგარეთ 37 ქვეყანაში 228 საარჩევნო უბანს გახსნის, ხოლო 26 ოქტომბრის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისთვის ცესკო საზღვარგარეთ, 42 ქვეყნის 53 ქალაქში, 60-ს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share