“შეიძლება ამას დავარქვათ როტაცია, შეიძლება ამას დავარქვათ ბუნებრივი პროცესი, და საბოლოო ჯამში, გუნდი არის ერთიანი. “ქართული ოცნება”, ეს არის გუნდი, პიროვნებებზე ნაკლები აქცენტი უნდა გაკეთდეს”.
– ამბობს პრემიერი ღარიბაშვილი TV იმედის ეთერში და პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე კახა კუჭავას შალვა პაპუაშვილის ჩანაცვლებას ეხმაურება.