“ქურდს ქუდი ეწვის” – “ოცნების” რეაქცია შტატების მხილებაზე

კახა კალაძე ამერიკის საელჩოს განცხადებას “სისულელეს” უწოდებს. საქმე ეხება საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ განმარტებას, სადაც ნათქვამია, რომ “კრედიტ სუისთან დაკავშირებული ფული ბერმუდისა და სინგაპურის სასამართლოების ხელშია და არა ამერიკის”.

 

ოცნების წევრების უკმაყოფილება საელჩოს განცხადების იმ ნაწილმაც გამოიწვია, სადაც უწყება ბიძინა ივანიშვილს მიმართავს განმარტოს, “რატომ უყვება ის ქართველებს სხვა ამბავს”

თქვენც გეცინებათ ხომ ამ სისულელეზე? – აცხადებს კალაძე
“ოცნების” დეპუტატს, ნინო წილოსანს კი ამერიკის საელჩოს განცხადება აკვირვებს და ამბობს, რომ საელჩომ ტავი მხარედ  დააიდენტიფიცირა.

“ქურდს ქუდი ეწვის” – ამბობს წილოსანი.

მართალი გითხრათ არ მახსენდება, სადმე თუ კონკრეტულად ყოფილიყო ამ თანხების გაყინვასთან დაკავშირებით ამერიკის ოფიციალური მხარე ნახსენები, ამიტომ, ჩემთვის გარკვეულ გაკვირვებას იწვევს, თავად შტატების საელჩომ რატომ დააიდენტიფიცირა თავი მხარედ და რატომ გადაწყვიტა, რომ მას მიემართებოდა თანხების გაყინვის ბრალდება. ერთადერთი ქართული ანდაზა მახსენდება “ქურდს ქუდი ეწვისო”. საოცრად მიკვირს ეს განცხადება საელჩოს გვერდზე გამოქვეყნებული და იმედი ამქვს, რომ რაღაც გაუგებრობას აქვს მათი მხრიდან და გარკვეულ შეცდომით გადადგმულ ნაბიჯს აქვს ადგილი”, – აცხადებს წილოსანი.
ბერმუდის სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია – ბიძინა ივანიშვილს მისივე მილიონების განკარგვის უფლება არ მიეცა.

 

მიზეზად “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის “არასანდო რეპუტაცია” დასახელდა.

 

2024 წლის 29 თებერვალს, ბერმუდის სასამართლოში გამართული მსჯელობისას ბიძინა ივანიშვილი მოიხსენიეს, როგორც სანქცირების რეალური რისკის ქვეშ მყოფი პირი. ხაზი გაესვა მის ქართულ სასამართლო სისტემაზე გადაჭარბებულ გავლენებსაც.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share