ბოლო პერიოდში ხშირად ვრცელდება ვიდეოები, სადაც მადლიერი და კმაყოფილი მოქალაქეები პრემიერ ღარიბაშვილთან მიდიან და მადლობას უხდიან იმისთვის, რომ “ომი ააცლია თავიდან”, რომ “მართლმადიდებელია” და რომ “ქვეყანაში ყველაფერი კარგად მიდის”.
რა ხდება სინამდვილეში და ვინ არიან ეს ადამიანები? – გაირკვა, რომ ყველა მათგანი საჯარო სამსახურის მოხელეა და უბრალო და გაჭირვებულ მოქალაქეებს არ აძლევენ უფლებას, ღარიბაშვილთან მივიდნენ და საკუთარი გაჭირვების გამო შესჩვლონ.
“არ მიგვიშვეს არც ჩემი ზაზა და არც მე. უნდა გვეთქვა, რომ გაჭირვებული ვარ, უსახლკარო ვარ, პენსია მაქვს და ქირაში ვაძლევ. რითი ვიცხოვრო შვილო? ხოდა არ მიგვიშვეს არც მე და არც ჩემი შვილი. მაგათ გაჭირვებული ხალხი რად უნდათ? ისევ მდიდრებს ეხმარებიან. წამოვედი და მოვიკალი თავი ტირილით”, – ამბობს ზამირა დუდაევი.
ამასთან ვრცელდება ინფორმაცია, რომ გუშინ, საგანმანათლებლო დაწესებულებებმა მიიღეს პარტიული დავალება, რომ პედაგოგები მისულიყვნენ და პრემიერი შეექოთ.
“მე არა, მაგრამ ბევრი მივიდა. ორგანიზება სკოლის დირექტორმა გაუკეთა. ჩვენი სკოლის დირექტორი ისეთი ადამიანია, რომ ჩვენი მთავრობის მიღწევებს ძალიან აფასებს და ჩვენი სკოლაც ძალიან აქტიურია ამ მხრივ, მივყვებით ამ ყველაფერს”, – ამბობს პედაოგი კასპიდან.
newposts.ge