კესარია აბრამიძის მკვლელი შესაძლოა ციხის ნაცვლად საავადმყოფოში გაუშვან

მოდელის და მსახიობის, კესარია აბრამიძის მკვლელი, ბექა ჯაიანი, შესაძლოა ციხის ნაცვლად, საავადმყოფოში მოათავსონ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს დღეს, 3 ოქტომბერს შუამდგომლობით მიმართავს პროკურატურა იმის თაობაზე, რომ  ჯაიანს დაენიშნოს სამხარაულის ექსპერტიზა, რომელიც დაადგენს იმას, მკვლელობის მომენტში ის შეურაცხად მდგომარეობაში ხომ არ იმყოფებოდა.

 

ცნობისთვის, ტრანსგენდერი ქალი, კესარია აბრამიძე, განსაკუთრებული სისასტიკით, ჯაიანმა მისსავე ბინაში, 18 სექტემბერს, მოკლა. აბრამიძეს სხეულზე 28 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share