აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის საზღვარგარეთ მყოფი შვილების სანქცირებასთან დაკავშირებით, სიმართლეს არ შეესაბამება.
აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლის პოზიციას, „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.
„ბიძინა ივანიშვილის ან მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ შეერთებულ შტატებს ფინანსური სანქციები არ დაუწესებია. აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტი საჯაროდ აქვეყნებს ყველა ფინანსურ სანქციას“, – მისწერეს 3 ოქტომბერს „რადიო თავისუფლებას“ საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოდან.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შვილების სანქცირებასთან დაკავშირებით ინფორმაცია, ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა.