აშშ-ის ახალ კონგრესში ადამ კინზინგერმა და ჯერი კონოლიმ „საქართველოს მხარდასაჭერი აქტი“ დააინიცირეს

ამერიკის შეერთებული შტატების ახალ კონგრესში საქართველოს მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარეების, ჯერი კონოლისა და ადამ კინზინგერის მიერ „საქართველოს მხარდაჭერის აქტის“ ინიცირება მოხდა.

„ამერიკის ახალი კონგრესის მხრიდან განგრძობითი და ორპარტიული მხარდაჭერა საქართველოს მიმართ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს და მადლობას ვუხდით ჩვენს მეგობრებს“, – აღნიშნავენ საქართველოს მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარეები და ხაზს უსვამენ საქართველოს ერთგულებას დემოკრატიული ღირებულებების მიმართ (მათ შორის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების კარგი პრაქტიკით).

კანონპროექტის ავტორები მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს; უპირისპიორდებიან რუსულ აგრესიას და მოუწოდებენ მას საერთაშორისო სამართლის პატივისცემისაკენ; ხაზს უსვამენ საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას აშშ-სთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან რეგიონში; ეს არის ისტორიული მნიშვნელობის ცალკე მდგომი დოკუმენტი საქართველოს მხარდაჭერის შესახებ.

ეს დოკუმენტი ადასტურებს, რომ აშშ-ს ახლად არჩეული საკანონმდებლო ორგანოს დღის წესრიგში საქართველოს განსაკუთრებული ადგილი უკავია და ეს არის მნიშვნელოვანი სიგნალი ქვეყნისთვის და რეგიონისათვის.

საკანონმდებლო აქტის პროექტი: უპირობოდ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და პირველად აწესებს სანქციებს იმ პირთა მიმართ, რომლებიც მსჯავრდებული არიან ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამინიას უფლებების უხეში დარღვევებისთვის (საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე დაყრდნობით);

განსაკუთრებულ ადგილს უთმობს ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას და ავალებს სახელმწიფო მდივანს, რომ 90 დღის ვადაში წარუდგინოს ანგარიში აშშ კონგრესს საქართველოსთან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ; ასევე ცალკე თავი ეთმობა კიბერუსაფრთხოებას და ამ მხრივ მომავალ თანამშრომლობას აშშ-საქართველოს შორის; განსაკუთრები აღნიშვნის ღირსია მოწოდება აშშ კონგრესის მხრიდან, რომ აშშ ვაჭრობის სპეციალურმა წარმომადგენელმა დაიწყოს სამუშაოები საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის მიმართულებით პროგრესის მიღწევის მიზნით.

კითხვაზე, რატომ ვერ იქცა კანონად წინა ჯერზე ეს პროექტი, ავტორები პასუხობენ: „როგორც მოგეხსენებათ ამ კანონმდებლობას წინა მოწვევის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამაც დაუჭირა მხარი, და დოკუმენტის კანონად ქცევისათვის აუცილებელია რომ დოკუმენტს წარმომადგენელთა პალატის შემდგომ მხარი დაუჭიროს სენატმაც, თუმცა პანდემიასთან და საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული გამოწვევების გათვალისწინებით, შარშან ძალიან შეიზღუდა კანონმდებლების დღის წესრიგი და კონგრესმა მხოლოდ არსებითი და სასიცოხლი მნიშვნელობის დოკუმენტებზე იმუშავა. იმედს ვიტოვებთ, რომ ახალ კომგრესში დოკუმენტი მალე გაივლის ორივე პალატას“.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share