ბახვი ჰესის გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს  გასვლითი სხდომა 

2024 წლის ოქტომბერში ბახვი ჰესის მენეჯმენტის და კომპანიის გარემოდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს წლის რიგით მესამე, გასვლითი შეხვედრა გაიმართა სტეფანწმინდაში. ვიზიტის ფარგლებში, საბჭოს წევრებმა ქართულ-ავსტრიული კომპანიის, შპს “ენერგო არაგვის” მიერ აშენებული და დღეს ოპერირებაში მყოფი მცირე ჰიდროელექტროსადგურები – არაგვი ჰესი და არაგვი ჰესი 2 მოინახულეს.

მრჩეველთა საბჭოს წევრებმა ასევე, მოინახულეს 108 მეგავატის სიმძლავრის დარიალი ჰესიც, რომელიც წლიურად 500 მლნ კვ/სთ-ს ელექტროენერგიას გამოიმუშავებს და რომლის განმახორციელებელი კომპანიაა სს “დარიალი ენერჯი”.

ბახვი ჰესის გარემოსდაცვისა და სოციალური საკითხების მრჩეველთა საბჭოს სხდომის ფარგლებში კომპანიის დირექტორმა, გიორგი აბრამიშვილმა საბჭოს წევრებს  მშნებელობის მიმდინარეობასა და სამშენებლო გეგებზე ესაუბრა. გარემოსდაცვისა და სოციალური საკითხების ოფიცერმა, მარიამ ვაჩნაძემ წარადგინა პრეზენტაცია გარემოსდაცვითი და ცოციალური პროექტების მიმდინარეობის შესახებ. მან ვრცლად ისაუბრა კვლევებსა და მონიტორინგის აღსრულებაზე. ასევე, საბჭოს წევრებს წარუდგინა ყოველკვარტლური კვლევების შედეგები, რომელსაც მოწვეული ექსპერტები ატარებენ და შემარბილებელი ღონისძიებების მიმდინარეობა, რომელსაც კომპანიის გარემოსდაცვის გუნდი აღასრულებს უცხოელი მკვლევარების მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმის მიხედვით.

„ჩვენი პრიორიტეტია პასუხისმგებლიანი მშენებლობა და მშნებელობის განვითარების კვალდაკვალ, პროექტის დასაწყისში კვლევების ეტაპზე მოწვეული საერთაშორისო ექსპერტების მიერ შემუშავებული გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების სამოქმედო გეგმის აღსრულება დამონიტორიგნი. . ჩვენი გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების გუნდი ძალიან დეტალურად მიუყვება ამ გეგმას და აღასრულებს ყველაინიციატივას, როემლიც გაწერილია ამ სამოქმედო გეგმაში, რომელიც თავის მხრივ გზშ-ს დოკუმენტსი ნაწილია. კვლევებს კვარტალში ერთხელ აწარმოებენ მოწვეული, დამოუკიდებელი ექსპერტები. შემარბილებელ ღონისძიებებზე კი, ჩვენი გუნდი ზრუნავს. სასიახარულოა ის ფაქტი, რომ მკვლევარების მიერ დაფიქსირებული შედეგები  ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მშენებლობის მიმდინარეობის პირობებში,  ცხოველებისა და ფრინველების ჰაბიტატი პასუხობს მათთვის მისაღებ საარსებო გარემოს პირობებს“ – განაცხადა კომპანია ბახვი ჰესის გარემოსდაცვისა და სოციალური საკითხების ოფიცერმა, მარიამ ვაჩნაძემ.

 

მრჩეველთა საბჭოს წლის ბოლო, რიგით მეოთხე შეხვედრა 2024 წლის დეკემბრის თვეშია დაგეგმილი.

 

არაგვი ჰესი, ყაზბეგისმუნიციპალიტეტში, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე თეთრ არაგვზეა განთავსებული, 2013 წლის შემოდგომაზე შევიდა ექსპლუატაციაში. მისი დადგმული სიმძლავრე 8.66 მგვტ-ია, ხოლო წლიური გამომუშავება – 45-50 მლნ კვტ.სთ. სადგური აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის ევროპული დანადგარებით და მართვის სისტემებით. არაგვი ჰესი 2 ასევე ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. სადგური 2019 წელს შევიდა ექპლუატაციაში. მისი დადგმული სიმძლავრე 1.95 მგვტ-ია, ხოლო წლიური გამომუშავება – 12-13,5 მლნ კვტ.სთ.

დარიალი ჰესი 2017 წელს შევიდა ექსპლუატაციაში. 108 მეგავატის სიმძლავრის მქონე ჰიდროელექტროსადგური საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთით, ყაზბეგში, მდინარე თერგზე, დინების მიმართულებით ზღვის დონიდან 1729 მეტრის სიმაღლეზე ოპერირებას. ჰიდროელექტროსადგური აგროვებს წყლის ნაკადს მდინარე თერგიდან და მიმართავს მას დერივაციული გვირაბით გენერალურ ნაგებობამდე, რომელიც განთავსებულია ზღვის დონიდან 1334 მეტრზე, 1,2 კმ-ში რუსეთ-საქართველოს საზღვართან. ჰესის წლიური სტაბილური გამომუშავება შეადგენს 500 მლნ კვ/სთ-ს.

 

 

#ჩვენერთადვაშენებთ

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share