“ქართული ოცნება” ოზურგეთში, ძიმითის საარჩევნო უბნის თავმჯდომარეს, ლანა მორჩილაძეს, უბანში, ხელისუფლებისათვის მისაღები “კარგი შედეგის” დაფიქსირების შემთხვევაში სამუშაო ადგილს დაპირდა.
ამის შესახებ “გურიის მოამბეს” ძიმითიდან, ლანა მორჩილაძის ახლობელმა, რომელსაც საკუთარი გვარის და სახელის გასაჯაროვება არ სურს, აცნობა.
მანვე, ჩვენი თანდასწრებით, მორჩილაძესთან სატელეფონო ზარი განახორციელა რომლის დროსაც, კომისიის თავმჯდომარე ეს ინფორმაცია დაადასტურა.
საუბარია ძიმითის საბავშვო ბაღზე, სადაც ერთი, პედაგოგის შტატი, ამ დროისათვის ვაკანსურია.
ამ თანამდებობას მორჩილაძე იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ “ქართული ოცნება” ძიმითში ხმების 40% ს დააგროვებს.
რედაქცია, თავად ლანა მორჩილაძესთან დაკავშირებას, ამ დრომდე უშედეგოდ ცდილობს.
ძიმითის საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
აღსანიშნავია, რომ ადგილობრივების ინფორმაციით, ზემონახსენები პედაგოგის თანამდებობა “ქართულმა ოცნებამ”, კიდევ 12 ადამიანს დაპირდა.
“ინფორმაციის გამჟღავნების შემდეგ, დანარჩენი 11 ოპოზიციის რიგებს შეუერთდა” გვეუბნება ერთ ერთი ადგილობრივი, რომელიც ასევე, ხელისუფლებიდან მოსალოდნელი რეპრესიების შიშით, თავს იკავებს, საკუთარი სახელისა და გვარის დასახელებისაგან.