პროდუქტები, რომელთა ექსპორტს უკრაინა აჩერებს ან ზღუდავს – დადგენილება

უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნიდან სოციალურად მნიშვნელოვანი საკვები პროდუქტების ექსპორტი იკრძალება. წერს UNIAN-ი უკრაინული მთავრობის დადგენილებაზე დაყრდნობით.

გამოცემის ცნობით, ამ დროისთვის ხორცის, ჭვავის, შვრიის, წიწიბურის, შაქრის, ფეტვისა და საკვები მარილის ექსპორტი შეჩერებულია. ისეთ 5 სასაქონლო პოზიციაზე, როგორიცაა – ხორბალი, სიმინდი, ქათმის ხორცი და კვერცხი და კარაქი, ექსპორტის ნებართვას ეკონომიკის სამინისტრო გასცემს.

Unian-ი წერს, რომ ამ ზომის მიღებამდე ექსპერტები აცხადებდნენ, რომ მოსავლის წარმოებაში მსოფლიო ლიდერებს – რუსეთსა და უკრაინას შორის დაძაბულობის ესკალაცია, გაზრდის სურსათის გლობალურ ფასებს გაზრდიდა, რაც უკვე უახლოვდებოდა თავის მრავალწლიან მაქსიმუმს. ამასთან ამ გარემოებამ ხორბლის, სიმინდის და მზესუმზირის ზეთის შემსყიდველებს შეიძლება ალტერნატიული მარაგების მოძებნა აიძულოს.

bm.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share