რუსეთმა ახლა გადაუსწრო ირანს და სირიას და გახდა ყველაზე მეტად დასანქცირებული ქვეყანა მსოფლიოში. ამის შესახებ ინფორმაციას BBC Castellum.ai-ს ანგარიშზე დაყრდნობით ავრცელებს (საიტი სანქციებს ადევნებს თვალს)
Castellum.ai-ს ცნობით, 22 თებერვლამდე რუსეთის წინააღმდეგ უკვე დაწესებული იყო 2 754 სანქცია. უკრაინაში შეჭრის შემდეგ კიდევ 2 778 სანქცია დაწესდა და საერთო რაოდენობა 5 532-მდე გაიზარდა.
ირანს 3 616 სანქცია აქვს, რომელიც აქამდე პირველ ადგილს იკავებდა.
სანქციების ძირითადი ნაწილი 21% აშშ-მ დააწესა, რასაც ბრიტანეთის და ევროკავშირი მოყვება საერთო 18%-ით.