რუსეთი ევროპისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტით იმუქრება

ორშაბათს, რუსეთმა გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა, რომ შესაძლოა დაკეტოს გერმანიისკენ მიმავალი მთავარი გაზსადენი, თუ დასავლეთი კიდევ უფრო წინ წავა და აკრძალავს რუსულ ნავთობს.

ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა თქვა, რომ ასეთი ნაბიჯი გამოიწვევს “კატასტოფურ შედეგებს” გლობალურ მიწოდებაზე და გააორმაგებს ნავთობის ფასს ბარელზე 300 დოლარამდე.

ევროკავშირი გაზის დაახლოებით 40%-ს და ნავთობის 30%-ს რუსეთიდან იღებს და არ ჰყავს მარტივი შემცვლელი, თუ მიწოდება შეფერხებულია.

ნოვოკმა თქვა, რომ რუსეთს აქვს საპასუხო მოქმედების სრული უფლება და მიუთითა გასულ თვეში გერმანიის გადაწყვეტილებაზე ორ ქვეყანას შორის Nord Stream 2-ის მილსადენის სერტიფიცირების დაბლოკვის შესახებ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share