“ბოლო რამდენიმე წელია ვამბობ, რომ “ოცნებისგან” არაფერი არ გამიკვირდება. ერთი მარტივი რამ შემიძლია გითხრათ, რომ “ოცნებასთან” მიმართებაში ლოგიკით და გონებით არ უნდა ვიმსჯელოთ, იმიტომ, რომ ყველაფერი შეიძლება მოუვიდეთ მათ ავადმყოფურ თავში. ნიკა მელიასადმი დამოკიდებულება, ეს არის გაგრძელება იმ ვაჭრობის, ადამიანებით ვაჭრობის, პოლიტიკური ვაჭრობის და პოლიტიკური ოპონენტებზე ზეწოლის, რომელიც აღარავის გვიკვირს მგონი და პირველ რიგში არ უკვირს ნიკა მელიას, იმიტომ, რომ მათ შორის, რაც მას სრულიად უკანონოდ, კონსტიტუციის დარღვევით უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა, არამგონია ახლა სასამართლოს დამოკიდებულება მისდამი რამე სიახლეს გამოაჩენდეს”, – განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.