ახალგაზრდებმა გავიაზრეთ, რომ ლანგარზე დადებულ ქვეყანას არავინ მოგვართმევს, ჩვენ თუ არ მივხედეთ – სამოქალაქო აქტივისტი

ჩვენ, ახალგაზრდებმა, გავიაზრეთ, რომ ლანგარზე დადებულ ქვეყანას არავინ მოგვართმევს, ჩვენ თუ არ მივხედეთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენი თუ არა ჩვენი შვილების გამო მაინც – ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტმა, ნინა ჟვანიამ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ახალგაზრდების მხრიდან პოლიტიკის იგნორირება ქართველი გმირების და ასევე, იმ მშობლების შეურაცხყოფა იქნება, რომლებიც 9 აპრილს ქუჩაში იდგნენ.

”12 წელი იმდენი დროა და იმხელა შესაძლებლობაა, რომ მგონია, მოახერხებდა ადამიანი გაეორმაგებინა ის სიყვარული, რაც ხალხისგან მიიღე. კარგი ხარ, ცუდი ხარ ამას არ ვეხები, უბრალოდ, მე ერთ თვეში მივფრინავ საფრანგეთში, ერთ-ერთ პროექტში მონაწილოებისთვის და აი, მანდ მივხვდი, რომ ჩემი ცხოვრება იყოფა 26 ოქტომბრამდე და შემდეგ. იქ რომ ჩავალ, რას ვიტყვი?  მინდა, რომ ომახიანად წარვადგინო ჩემი ქვეყანა.

არჩევნებზე წასვლა ჩემი მოქალაქეობრივი ვალია.  ჩვენ, ახალგაზრდებმა, გავიაზრეთ, რომ ლანგარზე დადებულ ქვეყანას არავინ მოგვართმევს, ჩვენ თუ არ მივხედეთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენი თუ არა ჩვენი შვილების გამო მაინც. პოლიტიკის იგნორირება იქნება გმირების შეურაცხყოფაც, მშობლებისაც, რომლებიც 9 აპრილსაც იდგნენ გარეთ და დღესაც დგანან“ – აცხადებს ნინა ჟვანია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share