რეჟისორი, სანდრო ელოშვილი ამბობს, რომ დღეს ქვეყანაში არჩევანის გაკეთება ძალიან გამარტივდა და ამისთვის ოპოზიციას ძალისხმევა არ დასჭირვებია.
რეჟისორის თქმით, ის ახლა ირჩევს გიორგი ანწუხელიძეს, გურამ გაბისკირიას და იმ ხალხს, ვისაც ბოდიში არფრის გამო არ აქვს მოსახდელი.
”ძალიან გაადვილდა არჩევანის გაკეთება, ოპოზიციას ამისთვის არაფერი გაუკეთებია, რომ მათი ამომრჩეველი ვიყო, მაგრამ მოხდა ისე, რომ ახლა ვირჩევ გიორგი ანწუხელიძეს, გურამ გაბისკირიას, იმ ხალხს, ვისაც მგონია, რომ ბოდიში არ აქვს მოსახდელი არაფრის გამო, პირიქით.
არ მაინტერესებს, ვინ წერია საარჩევნო ბიულეტენზე, ორი რაღაც წერია იქ, ანწუხელიძე, შინდისელი ბიჭები, თუ ბოდიში მტერთან. აი, ასე ვუყურებ და არჩევანის გაკეთება ძალიან მიადვილდება,არ მაქვს შფოთვები, მჯერა ქართველი ხალხის. მე მიმაჩნია, რომ ბოდიში მოსახდელი არ გვაქვს“, – განაცხადა სანდრო ელოშვილმა გადაცემა “რეაქციაში“.