20 ოქტომბერს დაგეგმილ მასშტაბურ მარშს რიგითი მოქალაქეების გარდა, ხელოვანებიც უერთდებიან. მომღერალი ქეთათო პირდაპირ ამბობს, რომ არ სურს ქვეყანა, რომელსაც რუსეთის მსგავსად “ერთი მონსტრი” მართავს. მისი თქმით, ხალხს უნდა განვითარებულ ევროპულ ქვეყანაში ცხოვრობა, სადაც ადამიანის უფლებები დაცული იქნება.
ნორმალური ქვეყანა გვინდა, სადაც არ იქნება ნეპოტიზმი, კორუფცია და სადაც წლები, თაობები არ გაიზრდებიან და ზემოდან ერთი მონსტრი არ იქნება მმართველი, როგორც არის რუსეთში. ჩვენ გვინდა, ნორმალური, წესიერი განვითარება და ვინც არ უნდა იყოს ამდენი წელი ხელისუფლებაში აბსოლუტური ძალაუფლება აბსოლუტურად ყვრნის და არ გვინდა ჩვენ, გარყვნილი სისტემის ნაწილი ვიყოთ, სადაც ადამიანის ელემენტარული უფლებები არ იქნება დაცული, არ იქნებიან ბავშვები ნორმალურ მდგომარეობაში და მოხუცებულებს არ ექნებათ ღირსეული სიბერე, – ამბობს ქეთათო.
შეგახსენებთ, რომ ევროპული მარშისთვის საერთო სახალხო მობილიზება დაიწყო. 20 ოქტომბერს, კვირას საღამოს 17:00 საათზე თბილისის ხუთი სხვადასხვა ადგილიდან ხალხი თავისუფლების მოედნისკენ გაემართება. მოქალაქეები რესპუბლიკის მოედანზე, მარჯანიშვილის მოედანზე, გმირთა მოედანზე, 300 არაგველზე და ასათიანისა და ამაღლების ქუჩის კვეთაზე შეიკრიბებიან. იქნება მშვიდობიანი მსვლელობა ერთადერთი განაცხადით – “ჩვენ გვინდა ევროპაში!”