რუსმა ოლიგარქმა რომან აბრამოვიჩმა გერმანულ კაზინოში ცნობილი რუსი მწერლის, ფილოსოფოსისა და მოაზროვნის, ფიოდორ დოსტოევსკის ვალი 240 000 ევროს ოდენობით, გადაიხადა.
ისტორიულად ცნობილია, რომ დოსტოევსკი აზარტული მოთამაშე იყო და ხშირად სტუმრობდა სათამაშო სახლებს. განსაკუთრებით უყვარდა ვისბადენის კაზინო. ეს არც არის გასაკვირი, რადგან გერმანიის ამ უძველესი კაზინოთი, რომელიც 1872 წლიდან ფუნქციონირებს, სხვადასხვა დროს მოხიბლულნი იყვნენ ისეთი ცნობილი ადამიანები, როგორებიც ვაგნერი, ბისმარკი და გორბაჩოვი არიან.
როგორც აღმოჩნდა, ერთ-ერთი, სავარაუდოდ, ბოლო სტუმრობისას, დოსტოევსკის ბოლო კაპიკამდე წაუგია და უფრო მეტიც, ვალად უთამაშია, რომლებიც შემდგომში არ დაუფარავს. შესაბამისად, ბოლო დრომდე, ვისბადენის კაზინოში თვალსაჩინო ადგილზე გამოკრული იყო დაფა, სადაც ეწერა, რომ თეოდორე დოსტოევსკის კაზინოს ვალი ჰქონდა 240 000 ევროს მოცულობით (ბუნებრივია, ვალის ნომინირება ევროში კაზინომ საკუთარი გათვლებით მოახდინა)
დოსტოევსკის ვალის დაფარვა რუსმა ოლიგარქმა რომან აბრამოვიჩმა გადაწყვიტა, რომელმაც ვისბადენის კაზინოში სტუმრობისას განაცხადა: „მოაშორეთ ეს სამარცხვინო დაფა – დოსტოევსკის არავისი არაფერი მართებს“.