“დღევანდელი 100 ათასიანი აქციით, პროევროპულმა საქართველომ არჩევნები მოიგო არჩევნებამდე 1 კვირით ადრე… წილი ნაყარია: ჩვენ მივდივართ ევროპაში”, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს და თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციას ეხმაურება.
“ჩემო ძვირფასო მეგობრებო, დღევანდელი 100 ათასიანი აქციით, პროევროპულმა საქართველომ არჩევნები მოიგო არჩევნებამდე 1 კვირით ადრე.
წილი ნაყარია: ჩვენ მივდივართ ევროპაში!
27 ოქტომბერიდან ვიწყებთ!
მომავალი ჩვენია!” – წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში