სტიქია გურიაში – ჯუმათის, შრომას, ხვარბეთის და ჩოჩხათის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.
სოფელ შრომაში, 15 ოჯახი მეორე დღეა ადგილზე სპეციალისტებს ელოდება და სოფლიდან გაყვანას ითხოვს. მათი მტკიცებით, სახლებში მეწყერია ჩამოწოლილი.
სოფლის წარმომადგენელი ამბობს, რომ ყველას დაეხმარებიან, თუმცა, როდის უცნობია.
მოსახლეობა ამბობს, რომ სახლში ღამის გათევის ეშინიათ. იგივე მდგომარეობაა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტშიც.
ტვ პირველი