ნოდარ ჩხარტიშვილი 75
დაიბადა 1947 წელს 19 მაისს ოზურგეთში.
საქართველოს ჩემპიონი 1967 წელი.
საქართველოს”კოლმეურნის”თასის მფლობელი.
საკავშირო ჩემპიონატის პრიზიორი.
1967 წელს 42 შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა “მერცხალის” ძირითად შემადგენლობაში
1965- 1977 წლამდე თამაშობდა “მერცხალში”.
ყველაზე მეტი თამაში ჩაატარა მახარაძის “მერცხალის” შემადგენლობაში, 400 მეტი.
ფეხბურთის თამაში დაიწყო 15 წლის ასაკში მწვრთნელ რეზო(ტიაღო) ცერცვაძესთან მახარაძის სპორტ- სკოლაში.
”ეზოდან მახარაძის “მერცხალში” ჩემი თაობის ბიჭებისათვის ტიპიური გზა გავიარე,თანატოლებთან ერთად დილიდან საღამომდე ბურთს დავდევდი “ლაშეს” სტადიონზე” – იხსენებს ბატონი ნოდარი.
”1965 წელს დამიძახეს მახარაძის “მერცხალში” მე და ენვირი დოლიძე მწვრთნელი ბიძინა ტაბიძე, გუნდში დამხვდნენ იმ დროისათვის ცნობილი ფეხბურთელები: თამაზ სალუქვაძე,ავთანდილ ნინუა,სოსო დუმბაძე,გალორდი ზურაბიშვილი,ანზორ ვახრამოვი,ზურაბ (ჭუპა) მარგველაშვილი,
დებიუტი შედგა 1966 წელს მწვრთნელი მიშიკო გორდელაძე მენდო და ბოლო 15 წუთი მათამაშა რუსთავის”მეტალუგრთან”
შემდეგ თამაშებში სულ ძირითადში ვთამაშობდი.
ყველაზე მეტად გავიხარეთ 1967 წელს როცა საქართველოს ჩემპიონები გავხვდით,და გადავედით საკავშირო პირველობაზე “B” კლასში,სტადიონი ყველა თამაშზე სავსე იყო გულშემატკივრებით მათ მხარდაჭერას და დიდ სიყვარულს როგორც მინდორზე ასე ცხოვრებაშიც ვგრძნობდით! იმ დროინდელი მახარაძის “მერცხალი” ადგილობრივი ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული.ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი იყო თავისი ისტორიაში!
ყელაზე პრინციპული თამაში იყო ლანჩხუთის “გურიასთან,’არ ქონდა მნიშვნელობა სახლში ვთამაშობდით თუ გასვლაზე.”
როგორც ბატონი ნოდარი იხსენებს, ყველაზე პრინციპულუ თამაში 1971 წელს მოიგეს: ”1971 წელს პრინციპული თამაში მოვიგეთ ლანჩხუთში 1-3, მრავალი გულშემატკივარ დაგვხვდა ოზურგეთიდან, რომლებიც ბედნიერები და ამაყები დაბრუნდნენ სახლებში. მეორე დღეს მთელი ქალაქი გვილოცავდა და გვეფერებოდა მთელ გუნდს!
ცოლი რომ მოვიყვანე, ქორწილის მესამე დღეს გორის”დილასთან ვქონდა თამაში, მოვიდნენ ბიჭები და მთხოვეს, ნოდარა უნდა ითამაშოო, რას ვიზამდი, ბიჭებს უარს ხო არ ვეტყოდი, ვითამაშე და გოლიც შევაგდე 3-1 მოვიგეთ!”
ნოდარი გამოირჩეოდა ბრძოლის უნარიანობითა და კარგი ფიზიკური მომზადებით, ბურთის ართმევის დიდოსტატი იყო – ასე ახასიათებენ მას მისი მეგობრები!
”როცა პირველი თამაში მათამაშეს “მერცხალის” შემადგენლობაში , ბუცი არ მქონდა და ჩემმა ბიძაშვილმა თამაზ ჩხარტიშვილმა მიშოვა ორი ზომით დიდი ბუცი და ასე ვითამაშე ის თამაში!”
ბატონი ნოდარის თქმით, იმდრონდელი “მერცხალი” გამორჩეული იყო მეგობრობითა და დიდი ურთიერთობით, ოჯახებით ვმეგობროდითო!
შრომა არ მეზარებოდა, თავს ვიკლავდი ვარჯიშზე. მომზადებული ვიყავი და ამიტომაც სულ ძირითად შემადგენლობაში მათამაშებდნენ,ნიჭთან ერთად შრომაც აუცილებელია.
დღეს ჩემში უამრავი ემოციაა თავმოყრილი.”მერცხალი” ჩემთვის ყველაფერი იყო,ჩემი ახალგაზრდობა,გამოცდილება,დაღვინება,გამარჯვების სურვილი,გულშემატკივრების სიყვარული,ამასთანავე ოჯახის მეუღლის,შვილებისა და შვილიშვილების სიყვარულით მოვედი დღემდე!
ჩემი 12 წლიანი სათამაშო პრაქტიკიდან ვისთანაც მითამაშია საუკეთესო ფეხბურთელები იყვნენ: მეკარე გულო ჩემინავა,მცველები იური ჩხაიძე, ლერი თურმანიძე,თავდამსხმელები თამაზ სალუქვაძე , ავთანდილ ნინუა,როლანდ ისიანი,მათ გვერდით თამაში დიდი სიამოვნება იყო.
გული მწყდება რომ დღევანდელ „მერცხალს“ ცუდი პერიოდი უდგას!” – იხსენებს ბატონი ნოდარი.
დიდხანს სიცოცხლე და ჯამრთელობა ლეგენდა ფეხბურთელს ბატონ ნოდარს!
სიცოცხლეში გვიყვარდეს სიცოცხლეში დავაფასოთ!
ხარიტონ ჩხატარაშვილი