”მე კიდევ ამერიკის პირველ ელჩს, როდესაც შეხვედრებზე იყო საუბარი, რამდენჯერმე კარგად განვუმარტე – მე შეხვედრების წინააღმდეგ კი არ ვიყავი, მაგას როგორ ვიკადრებ?! ეს ელემენტარული უზრდელობაა. მე განუმარტავდი, რომ ჩემთან შეხვედრას არანაირი აზრი არ ექნება, კონტრპროდუქტიული იქნება, რამეთუ ვერც ერთ გადაწყვეტილებაში მე ვერ მივიღებ მონაწილეობას სასარგებლო რომ იყოს საქართველოსთვისაც, ევროპისთვისაც და ამერიკისთვისაც, მე მაინც ვიქნები კონტრპროდუქტიული, რამეთუ მე მაქვს კომპლექსი, რომ მე ამას ამას ვაკეთებ იმ ფულის გულისთვის, რომელიც ხელოვნურადაა დაბლოკილი.
მე ეს კომპლექსი რეალურად გამაჩნია, ყველა წესიერ ადამიანს უნდა ჰქონდეს ეს ჩემი გადმოსახედიდან, რომ ფულს გიჩერებენ და ამ დროს გეძახიან “მოდი, მოვილაპარაკოთ”. ეს კომპლექსი გამაჩნდა . რამდენიმე დღის წინ მოხდა ვთქვათ, რაღაც გარდატეხა. მხოლოდ ამ მიზეზით და განმარტებით ვეუბნებოდი ამერიკის ელჩს, რომ ეს იქნება კონტრპროდუქტიული. მე ვეუბნებოდი, თქვენ თუ მოახერხებთ, ამ ფულს, საითაც გინდათ, იქით მივმართავ. ქველმოქმედებისთვის მინდოდა, მაგრამ შემიძლია, სხვა ფონდში გადავრიცხო. ეს ჩემთვისაც დიდი პრობლემაა, რომ არსებობს არასწორად დაბლოკილი თანხები და მე ვერაფრით ვერ ვიკადრებ, რომ რაღაც პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში მივიღო მონაწილეობა იმ კომპლექსის გამო, რომ ეს ჩემს ქვეყანასთანაა კავშირში. ვერაფრით დავუშვებ იმას, რომ თუგინდ ჩემს თანაგუნდელებს ვთხოვო, პოზიცია დავაფიქსირო “მოდი, წინ წავიწიოთ, ეს გადავჭრათ, ცუდი არ არის” და ამ დროს, ვიცი, რომ შეხვედრა მქონდა, რასაც ვერ დავმალავ, რომ მოვილაპარაკე ვიღაცასთან, რომ ეს ასე უნდა გავაკეთოთ. ამას მე კარგად განვუმარტავდი [ელჩს], რომ სულ მექნება კომპლექსი, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილებას ვღებულობ იმისთვის, რომ ჩემი თანხები იქნებ, როგორმე დამიბრუნონ და არა იმისთვის, რომ ჩემს ქვეყანას რაღაც სიკეთე განუვითარდეს. სულ მქონდა იმის კომპლექსი და გამაჩნია დღესაც, რომ ქვეყნის საზიანოდ პირადული ინტერესების გულისთვის, რამე არ გავაკეთო”-
წამყვანმა მას ჰკითხა: აშშ-ის ელჩმა საქართველოში, უშუალოდ თქვენთან დაკავშირებით თქვა, რომ გაქვთ მცდარი აღქმა, რომ ხართ სანქცირებული და ამის გამო, უარს ამბობთ საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრაზე და მას ჰქონდა ასეთი ფრაზა, რომ თქვენს პირად პრობლემას აყენებთ ქვეყნის ინტერესებზე წინ?