“ქართულმა ოცნებამ” საარჩევნო კლიპში მონაწილეობის მისაღებად ნაკრების მხოლოდ 4 ფეხბურთელი დაითანხმა.
საუბარია მმართველი პარტიის ახალ ვიდეორგოლზე, რომელშიც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მოქმედი ფეხბურთელები მონაწილეობენ.
სანდრო ბაზაძე, ლაშა ბექაური, ოთარ კაკაბაძე, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი გველესიანი, ლუკა ლოჩოშვილი, მამუკა გორგოძე სწორედ ის სპორტსმენები არიან, რომლებიც ვიდეორგოლში მონაწილეობენ.