რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ არ აქვს საფუძველი, რომ “არ სჯეროდეს “ოცნების“ და ივანიშვილის განცხადების, რომლის თანახმად, დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ “მეორე ფრონტის” გახსნას სთავაზობდა.“
“არ მაქვს საფუძველი, მათ არ ვენდო “- ამბობს ის.
”ვერ ვხედავ საფუძველს, არ მჯეროდეს მათი. ისინი აწარმოებენ დიალოგს დასავლეთის ქვეყნებთან, რომლებიც პირდაპირ აქეზებდნენ რუსეთთან სამხედრო მოქმედებებისკენ. არ მაქვს საფუძველი, მათ არ ვენდო ”, – განუცხადა გამოცემა “იზვესტიას” ლავროვმა.