ივანიშვილმა აღიარა, რომ ფულისთვის ქვეყნის ინტერესებს ღალატობს – ბოკერია

”ივანიშვილის ინტერვიუ იყო რუსული საბჭოთა ბოდვითი თეორიებით, ვირეშმაკობითა და ფარისევლობით გაფორმებული უტიფარი აღიარება იმისა, რომ ოლიგარქი საკუთარი ძალაუფლებისა და ფულის შესანარჩუნებლად ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ღალატობს და დასავლელი მოკავშირეებისგან იზოლირებულებს, მარტოებს გვტოვებს რუსული საფრთხის წინაშე.

ეს კაცი რუსეთის ბუნებრივი მოკავშირეა და ყველაზე დიდი საფრთხე ჩვენი თავისუფლებისთვისა და მშვიდობისთვის სწორედ მისი ძალაუფლებაში დარჩენაა.

სწორედ ამიტომ, ერთადერთი სწორი არჩევანი ამ რეჟიმის წინააღდმეგ ხმის მიცემაა, იმისდა მიუხედავად, თუ რას ვფიქრობთ საარჩევნო ოპოზიციურ სპექტრზე.

ასეთი რეჟიმის დამარცხებას ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილის მხრიდან მისი საარჩევნოდ წალეკვა სჭირდება.

ასე აფასებს პარტია ფედერალისტების ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს, რომელიც ტელეკომპანია იმედზე 21 ოქტომბერს გავიდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share