აგრესორის სახე – ლუგანსკში ოკუპანტებმა შშმ პირთა ეტლში მჯდომი უკრაინელი ვოლონტიორი მოკლეს

ლუგანსკის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გაიდა, უკრაინელი ჟურნალისტები და მისი მეგობრები იუწყებიან, რომ ოკუპანტებმა ცნობილი ვოლონტიორი, შშმ პირი ოლექსანდრე კონონოვი საკუთარ სახლში ჩაცხრილეს.

“გადაიტანო ოკუპაცია, ტყვეობა, მეორე შემოჭრა ფა საკუთარ საქხლში პირდაპირ ეტლში ჩაგცხრილონ. ნაძირლებო. მშვიდად განისვენე ძმაო! შენმაგარი ხარ! შენ ნამდვილი დონბასელი უკრაინელი ხარ!

მორდორი უნდა მოკვდეს!”, – წერენ ოლექსანდრეს მეგობრები.

კონონოვი პირველი ჯგუფის შშმ პირი იყოი. მან მარჯვენა ხელი და მარცხენა ფეხი მეტალის წარმოებაში მუშაობის დროს დაკარგა, მიუხედავად ამისა, ის ძალიან აქტიური პირი იყო. იგი 2014 წელს დონბასიუს რეგიონის ოკუპაციის დროს აქტიურად ეხმარებოდა უკრაინის არმიას, მიჰქონდა მათთვის წყალი და საჭმელი. იგი ლუგანსკელმა სეპარატისტებმა დაატყვევეს და სასტიკად აწამებდნენ. 98 დღის ტყვეობის შემდეგ ის ტყვეთა გაცვლის დროს გათავისუფლდა.

ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ მან საკუთარი ბიზნესიც დაიწყო, თუმცა რუსული აგრესიის შემდეგ კვლავ აქტიურად ჩაერთო უკრაინის გათავისუფლებისთვის ბრძოლაში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share