ისრაელში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ

ისრაელში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე ლაშა შაყულაშვილი აცხადებს, რომ ისრაელში ამ ეტაპზე, საარჩევნო უბანი ვერ იხსნება.

მისი თქმით, ეს არის წინასწარ დაგეგმილი და ორგანიზებული საბოტაჟი.

„ცუდი ამბავი მაქვს, ისევ. ესეც ჩვენი, ისრაელში, ერთადერთი საარჩევნო უბნის ამბის გაგრძელება.

მოკლედ, ქართული ოცნების მიერ დანიშნული წევრი, ცოტა ხნის წინ, ისე შეუცვლიათ რო ამაზე ცესკოს არ შეატყობინეს, შესაბამისად, არც ცესკოს სიაში განუახლებიათ. ამ ახალ ადამიანს, 2 კვირის წინ, კომისიის წევრობაზე უარი უთქვამს. არ მოდის.

ცესკოს საიტზე და მონაცემებში, წესით, წევრების საკმარისი რაოდენობაა, მაგრამ რეალობაში კი მხოლოდ 6 წევრი გვყავს, შესაბამისად, ამ ეტაპზე – უბანი ვერ იხსნება. თავად კომისიის წევრები – ყველაზე მეტად არიან გაბრაზებულები!

 

ეს არის წინასწარ დაგეგმილი და ორგანიზებული საბოტაჟი! უბნის და ქვეყნის მომავლის საბოტაჟი!“, – წერს შაყულაშვილი სოციალურ ქსელში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share