“გულს გაუფრთხილდით!!! ნუ გადაღლით იმ ადამიანებით, რომლებიც ტკივილს გაყენებენ. მიეცით ნება გააკეთოს არჩევანი, უყვარდეს, ენატრებოდეს, ელოდებოდეს… ვინც თქვენს გულს არ უფრთხილდება, თქვენ არ გიმსახურებთ! გაიხარეთ ყოველი დღით. პირველ რიგში, არასოდეს ჩამოშორდეთ უფლის გზას! დააფასეთ თქვენი პიროვნება და სხვისი უფლებებიც არ დაივიწყოთ… გიყვარდეთ საკუთარი თავი ზომიერად და არა ეგოისტურად. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე, გარეგნობაზე, იურთიერთეთ პოზიტიურ ადამიანებთან. მიიღეთ და გაეცით დადებითი ენერგია… წაიკითხეთ საინტერესო წიგნები,იარეთ გამოფენებზე, უსმინეთ სასიამოვნო მელოდიებს, შექმენით დადებითი აურა. აკეთეთ თქვენი საყვარელი საქმე. ხშირად გაიყვანეთ ბავშვები სასეირნოდ, იცინეთ, იხალისეთ, მათთან ერთად მიირთვით ბამბის ნაყინი… გულს გაუფრთხილდით!!! გიყვარდეთ! იოცნებეთ! იფიქრეთ! წერეთ!იმოგზაურეთ საყვარელ ადამიანთან ერთად, ან უბრალოდ იხეტიალეთ ხელიხელ ჩაკიდებულებმა-მთავარია გული არ გაცივდეს! გულს გაუფრთხილდით! გული თქვენია და მან ყველაზე კარგად იცის რა გჭირდებათ. მოუსმინეთ და ენდეთ”. / ია ნანეიშვილი /