ხალხმა გადაწყვიტა, რომ უნდათ ცვლილება, აღარ უნდათ ივანიშვილის ხილვა, როგორც მეფის – ამის შესახებ კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.
მინდა, რომ არცერთმა ახალგაზრდამ, მომდევნო თაობის წარმომადგენლებმა, არ განიცადონ ის რთული წლები, არასახარბიელო პერიოდი ქართული სახელმწიფოსთვის, რომელიც ბევრ თაობას გამოგვივლია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენს ხელთ არის შესაძლებლობა თავად ავირჩიოთ რომელი გეოპოლიტიკურ სივრცეში გვინდა ყოფნა – რუსულ გეოპოლიტიკურ სივრცეში გვინდა ყოფნა, თუ დასავლურში, რომელიც გულის
ხმობს მაღალი ხარისხის განათლებას, მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურეობას, ეკონომიკას, რომელიც მუშაობს ხალხზე და არა რამდენიმე ასეულ ადამიანზე.
მე მინდა, რომ რამდენიმე წელიწადში ჩვენ ყველანი გავხდეთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო და ეს ჩვენზეა დამოკიდებული.
ხალხმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მას უნდა ცვლილება. აქ კარგზე და ცუდზე აღარ არის საუბარი. აქ არის ხალხის მოთხოვნა ცვლილებებზე, აღარ უნდათ ბიძინა ივანიშვილის ხილვა, როგორც მეფის, საზოგადოების უდიდეს ნაწილს. ჩვენ არ გვინდა მეფე და კომუნისტური პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი