არ მაინტერესებს ივანიშვილი, მას პატივს არ ვცემ – გიული ჩოხელი

ცოტა ხნის წინ საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად ჯაზ-მომღერალი გიული ჩოხელი მივიდა. ხელოვანი ამბობს, რომ დღეს დიდი დღეა, რადგან მთელი ქართველობა შეიკრა.

დღეს დიდი დღეა, იმიტომ, რომ მთელი ქართველობა შეიკრა, გულები მისცეს, აჩუქეს ერთმანეთს, ფიქრობენ ერთნაირად და მე მინდა ვიყო ჩემს ქართველებთან, ჩემს სახლში და არავინ გაბედოს… იმიტომ, რომ მთელი სამყარო, მე თუ ვთქვი ერთი სიტყვა, ევროპაშიც ხუთეულში ვარ, ამერიკაშიც სამეულშიც, ასე ადგებიან და შეგვაფუღთხებენ. დამიჯერეთ, შევეკრათ ერთმანეთს, იმღერეთ, იცეკვეთ, იმოგზაურეთ, – ამბობს გიული ჩოხელი. 

მომღერალი ასევე პირდაპირ ამბობს, რომ ოლიგარქს არაფერს ეტყვის, რადგან მას პატივს არ სცემს.

არ მაინტერესებს ივანიშვილი, პატივს არ ვცემ, რატომ უნდა ველაპარაკო?, – ამბობს ჩოხელი. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share