ვიდეოკადრებში ასახული ქმედებები თავისუფლად შეგვიძლია წამებად შევაფასოთ- უკრაინის სახალხო დამცველი თბილისშია

უკრაინის სახალხო დამცველი საქართველოშია. ლუდმილა დენისოვა თბილისში სულ ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა და როგორც ჟურნალისტებს განუცხადა, ყველა საჭირო დოკუმენტი გაგზავნა შესაბამის სამსახურებში და ელოდება იუსტიციის სამინისტროსგან ნებართვას, რომ მიხეილ სააკაშვილს შეხვდეს.

ლუდმილა დენისოვა აღნიშნავს, რომ ის რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტთან მიმართებაში ხდება წამებაა:

მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად საჭირო ყველა განცხადება იუსტიციის მინისტრს უკვე გავუგზავნეთ. პასუხი ჯერჯერობით არ გვაქვს. მიხეილ სააკაშვილის შესხებ მიღებულ ნებისმიერ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციას, ადამიანის უფლებები დამცველ და საერთაშორისო ორგანიზაციებს მყისიერად ვუგზავნით. იმედი მაქვს რომ დღეს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისართან მოლაპარაკებებს გამართვას შევძლებ. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებისაგან და ექიმებისგან მისი ჯანმრთელობის შესახებ დეტალური ინფორმაცია უნდა მივიღო. ძალიან ვნერვიულობთ რომ უკრაინის მოქალაქე ამ მდგომარეობაში იმყოფება. დღეს შიმშილობის 46-ე დღეა და მნიშვნელოვანია რომ მიხეილ სააკაშვილი შესაფერის, მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანონ. გავრცელებულ ვიდეო კადრებში ასახული ქმედებები თავისუფლად შეგვიძლია წამებად შევაფასოთ. უკრაინის პრეზიდენტის პოზიცია უცვლელია და მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვასა და მის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას მოითხოვს.” ამბობს ლუდმილა დენისოვა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share