“კრემლი, ისე, როგორც არასდროს, ახლოს არის საქართველოზე კონტროლის დამყარების მიზანთან” – საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე გავლენიანი საერთაშორისო გამოცემა Economist წერს.
სტატიაში საუბარია არჩევნების დღეს დაფიქსირებულ დარღვევებსა და არაჯანსაღ წინასაარჩევნო გარემოზე.
Economist წერს, რომ არჩევნების პირველადი შედეგები მეტყველებს, რომ “საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსი, როგორც ჩანს, გაქრა”
“26 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებული არჩევნები იყო გადამწყვეტი მომენტი იმ ქვეყნისთვის, რომელსაც ოდესღაც დემოკრატიული რეფორმებისთვის დასავლეთი მიესალმა. მისმა პროევროპულმა ოპოზიციამ დაინახა, რომ ეს შესაძლოა ყოფილო ბოლო შანსი, რომ ამჟამინდელი ანტიდასავლური მთავრობის მიერ მიყენებული ზიანი გამოსწორებულიყო და ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრუნებულიყო.
თუ ოფიციალურ შედეგებს დავუჯერებთ, ეს შანსი, როგორც ჩანს, გაქრა: ხმების 54%-ით, მმართველმა, რუსეთის მაამებელმა “ქართულმა ოცნებამ” გადამწყვეტი გამარჯვება მიიღო. საარჩევნო ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ოთხი ოპოზიციური პარტიის ალიანსმა მხოლოდ 38% მიიღო. ასეთი შედეგით, ვლადიმერ პუტინის კრემლი ისე ახლოს არის თავის მიზანთან, როგორც არასდროს – შექმნას კიდევ ერთი სახელმწიფო, რომელსაც გააკონტროლებს.
The Economist უკრაინაში ომიშ დაწყების შემდეგ საქართველოს მტავრობის შეცვლილ საგარეო კურსზეც საუბრობს და წერს, რომ “ქართულმა ოცნებამ საქართველო”, ოდესღაც დასავლელი მოკავშირე, ამოუცნობ წყლებში წაიყვანა”
”2022 წლის დასაწყისში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, “ქართულმა ოცნებამ საქართველო”, ოდესღაც დასავლელი მოკავშირე, ამოუცნობ წყლებში წაიყვანა. პარტიას აკონტროლებს ბიძინა ივანიშვილი, მილიარდერი, რომელმაც თავისი ქონება რუსეთში მოიპოვა. მთავრობამ ნეიტრალური პოზიცია დაიკავა უკრაინის ომთან დაკავშირებით, რამაც გააბრაზა მისი პროდასავლური მოქალაქეები. იგი გადაიხარა ავტორიტარიზმისკენ, სცემა და დააშინა მომიტინგეები და ოპონენტები. მიუხედავად იმისა, რომ მან მოითხოვა კანდიდატის სტატუსი ევროკავშირში (და მიიღო იგი გასულ დეკემბერში), სწრაფადვე დაიწყო ამ მიღწევის საბოტაჟი, ნაწილობრივ დასავლეთის მუდმივი კრიტიკით. გაწევრიანების მოლაპარაკებები ახლა შეჩერებულია”, – წერია სტატიაში.