საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა – ინფორმაციას და ფოტოს საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
”ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი საქართველოს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ეწვია, რომლის შემადგენლობაში უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო, უნგრეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრი მარტონ ნადი, უნგრეთის ფინანსთა მინისტრი მიხაი ვარგა და სახელმწიფო მდივანი იანოშ მატე არიან.
29 ოქტომბერს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ ორბანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. შედგება საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ირაკლი კობახიძე და ვიქტორ ორბანი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ”- წერია განცხადებაში.
პუტინის მოკავშირე ვიქტორ ორბანი საქართველოშია. ის არის ერთადერთი ქვეყნის ლიდერი, რომელმაც “ქართულ ოცნებას” არცევნების შედეგი მიულოცა.
დღეს უმგრეთის პრეზიდენტი რუსთაველის გამზირზე შეკრებულმა აქციის მონაწილეებმა სტვენით გააცილეს. ორბანის ესკორტი პარლამენტთან იმ დროს გამოჩნდა, როცა დედაქალაქის მთავარ გამზირზე მოსახლეობა ცესკოს გამოცხადებულ არჩევნების შედეგებს აპროტებდა.