პრორუსული, ჰომოფობიური ალტ-ინფო მაუწყებლობას წყვეტს. ეს არხის თანადამფუძნებელმა შოთა მარტინენკომ თქვა.
ის ტელევიზიის დახურვას საპარლამენტო არჩევნების შედეგებს უკავშირებს. მარტინენკო ამბობს, რომ ამ შედეგს არ ელოდნენ.
“აქედან გამომდინარე, უნდა გვესმოდეს, რომ ეს მარცხი ჩვენთვის არის ძალიან მძიმე. ძალიან სერიოზული დარტყმაა ჩვენთვის ეს მარცხი იმიტომ, რომ ჩვენ არ ველოდით ამ შედეგს და ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ეს შედეგი არ დამდგარიყო, მაგრამ მაინც ეს შედეგი დადგა. ახლა ის უნდა ითქვას, რომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ბრძოლა გავაგრძელოთ. რაც შეგვიძლია, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ წამოვდგეთ ხელახლა ფეხზე, მაგრამ ეს დარტყმა, რაც ახლა მივიღეთ, არის სერიოზული დარტყმა რომელმაც წაგვაქცია”- თქვა შოთა მარტინენკომ.