ნოდარ დუმბაძის შვილი, ხელოვნებათმცოდნე ქეთი დუმბაძე „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაშია.
ის სიაში 44-ე ნომერია. ქეთი დუბმაძე კულტურის მინისტრის ყოფილი მრჩეველი იყო.
შეგახსენებთ, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პარტიული სია წარადგინა.