“სიფრთხილის გამოჩენით ვკარგავთ საქართველოს” – ამის შესახებ ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე X-ზე წერს.
მარკო მიხელსონი საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ ნორდიკული ქვეყნების მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს საკმარისი არ არის:
სამწუხაროდ, ეს საკმარისი არ არის. სიფრთხილის გამოჩენით ვკარგავთ საქართველოს“, – წერს მიხელსონი სოციალურ პლატფორმა.
საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით ნორდიკული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
ნორდიკული ქვეყნები საპარლამენტო არჩევნებში გამოვლენილი დარღვევების შესახებ მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარების საერთაშორისო მოწოდებებს უერთდებიან.