სიფრთხილის გამოჩენით საქართველოს ვკარგავთ – ესტონეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე

“სიფრთხილის გამოჩენით ვკარგავთ საქართველოს” – ამის შესახებ ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე X-ზე წერს.

მარკო მიხელსონი საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ ნორდიკული ქვეყნების მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს საკმარისი არ არის:

სამწუხაროდ, ეს საკმარისი არ არის. სიფრთხილის გამოჩენით ვკარგავთ საქართველოს“, – წერს მიხელსონი სოციალურ პლატფორმა.

საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით ნორდიკული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

ნორდიკული ქვეყნები საპარლამენტო არჩევნებში გამოვლენილი დარღვევების შესახებ მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარების საერთაშორისო მოწოდებებს უერთდებიან.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share