დღეს, 19:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე – პროტესტი გაყალბებულ არჩევნებს

პროტესტი გაყალბებულ არჩევნებს – დღეს, 19:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე, სამი პროდასავლური გაერთიანების “კოალიცია ცვლილებისთვის”, “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობისა” და “ძლიერი საქართველოს” ლიდერების მიერ დაანონსებული აქცია გაიმართება.

ოპოზიციურ პარტიებს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და სტუდენტი ახალგაზრდობა უერთდება და ისინი “ქართული ოცნების” ხელისუფლების მიერ გაყალბებულ არჩევნების ხელახალ ჩატარებას ითხოვენ.

საქართველოს პარალელურად, ამომრჩეველთა ხმების მიტაცებასა და არჩევნების გაყალბებას გააპროტესტებენ ევროპისა და აშშ-ის 8 ქალაქში ქართველი ემიგრანტები ამბობენ, რომ ისინი საქართველოში რუსული რეჟიმის ჩამოყალიბებას აპროტესტებენ და არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოძიებას ითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს ხელისუფლების მიერ გაყალბებული უწოდა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დასავლელ პარტნიორებს მოუწოდა დაუდგნენ გვერდში ქართულ საზოგადოებას და არ ცნონ ლეგიტუმურად „ქართული ოცნების“ მიერ ხალხის ხმების მიტაცების შედეგად გამოცხადებული გამარჯვება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share