რამდენიმე ბანკი პოლიტიკურად აქტიურ მოქალაქეებს აღარ ემსახურება – პოლიტიკურად შავია სია

საქართველოში მოქმედმა ბანკებმა, პოლიტიკურად აქტიურ პირებზე,  ე.წ. “შავი სია”  შექმნეს – რომლის მიხედვითაც, გარკვეულ მოქალაქეებს, რამდენიმე ბანკი უარს ეუბნება მომსახურებაზე.

ამ სიაში მყოფი მოქალაქეების უმრავლესობა ოპოზიციის წარმომადგენლები არიან.

მაგალითისთვის: “კრედო ბანკში” “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ადგილობრივ ლიდერს, ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატს, დავით მჟავანაძეს, ანგარიშის გახსნაზე უარი უთხრეს.

როგორც მჟავანაძე “გურიის მოამბეს” უყვება, ბანკის ოზურგეთის ფილიალში განუცხადეს, რომ ანგარიშს მის სახელზე ვერ გახსნიან, რადგან ეს უკანასკნელი ე,წ, “შავ სიაშია” პოლიტიკურად აქტიურობის გამო:

“დავრეკე ეროვნული ბანკში და მოვითხოვე ახსნა განმარტება, სადაც მითხრეს, რომ ეს ყველაფერი კანონიერია, ბანკს ამის უფლება აქვს და ეს შესაძლებელი გახდა მოქმედ კანონმდებლობაში მიმდინარე წელს შეტანილი ცვლილებების გამო – მითხრეს ეროვნულ ბანკში” გვეუბნება მჟავანაძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share