შემოქმედის მონასტერი – გურიელების საფლავები
.
ფრედერიკ დიუბუა დე მონპერე, რომელიც გურია 1831-1834 წლებში მინახულა, შემოქმედის მონასტერში არსებულ გურიელების საფლავებზე წერს – „ეს ეკლესია იყო გურიის მეფეების საძვალეა, მათი აკლდამები – ყუთები, ანუ სარკოფაგები გაკეთებულია ქვის ფილებისაგან: რომელთაც აქვთ შვიდი ფუტი სიგრძე, სიფართე კი სამი ფუტი, საკოფაგების სიმაღლეა ტაძრის პლატფორმიდან ფუტნახევარი. იქვე არსებული სამი ოთხი ფილა წარმოადგენს სარკოფაგთა სახურავებს. თურქების ხშირის თავსხმაების გამო ყველა სარკოფაგი გახსნილი და გაძარცვულია. აქა იქ რამდენიმე ფილა აკლია, რის გამოც მეფეთა ნახევად დაფშვილი და დამტვრეული ძვლები საფლავთა სიმშვიდის დამრღვევთა განკითხვის დღის მომლოდინედ გროვებად არის დალაგებული.“
.
შტაბსკაპიტანი ლავრენტიევი 1858 წელს გამოცემულ შემოქმედის ფერიცვალების ეკლესიის აღწერისას გურიელების საფლავებთან დაკავშირებით უთითებს შემდეგს: „ეკლესიაში არის რამდენიმე საფლავის ქვა, რომლითაც დაფარულია გურიის მფლობელთა გვარის წევრები. შესასვლელიდან მარჯვნივ დასაფლავებულია მამია, გურიის უკანასკნელი მფლობელი (გარდაიცვალა 1826 წელს); მარცხნივ არის მამის მცირეწლოვანებისას გურიის მფლობელის ქაიხოსროს მეუღლის ელისაბედის საფლავი, ამ საფლავის გვერდით არის მამიის დედის მარინეს საფლავი.“
.
„ზოგიერთ ფრესკაზე, რომლებითაც შემკულია ტაძრის კედლები გამოსახულია სხვადასხვა გურიის მფლობელი: გიორგი გურიელი და მისი მეუღლე დედოფალი ელენე, რომელთა შორის გამოსახულია მათი მცირეწლოვანი შვილი, ამ უკანსკნელი საფლავი აქვეა. შესასვლელიდან მარჯვნივ არის გამოსახულებები დედოფალი თამარის და გურიელისა, რომლის სახელი წაშლილა დროთა განმავლობაში, შესასვლელიდან მარცხნივ გამოსახულია ქაიხოსრო გურიელი და დედოფალი მარიამი.
.
ტაძრის მარცხენა კედლის ქვეშ არის გურიელების ნახევრადდანგრეული სარკოფაგები, რომელთა ზემოთ გამოსახული არიან ვარდან გურიელი და დედოფალი ელენე, გიორგი გურიელი (მამია გურიელის ბაბუა) და დედოფალი მარიამი. ამის გარდა ეკელსიაში არის რამდენიმე უცნოპი პირის საფლავის ქვა.“
.
– Библіотека для чтенія 1840 г. – Путишествія по южнымъ областямъ Россіи Дюбоа де Монпре. Демидова статья первая
– Статистическія щписанія губерній и облатей Россійской имперіи; Кутаисское Генералъ-губернаторство – Описаніе замечатеьнѣйшихъ монастырей т. V 1858 г. Штабсъ-капитанъ Лаврентьевъ.
– შემოქმედის მონასტრის ფრესკა – დედოფალი თამარ და გურიელი (სავრაუდოდ). მხატვარ ეისნერის მიერ შესრულებული ასლი Зодчiй (№ 49; 06.12.1909) А. П. Эйсснер – Забытыя сокровища Закавказья
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა