დიმიტრი ერმაკოვის კატალოგში ერთერთ ფოტოსთან დაკავშირებით მითითებულია – “ოზურგეთის ხედი კარანტინიდან”. თუმცა ეს ის ფოტო გახლავთ თუ არა ვერ გეტყვით. კარანტინი მდებარეობდა დღევანდელ ყაზბეგის ქუჩაზე, სადაც ადრე განლაგებული იყო რუსული საკარანტინო საბაჟო ნაწილი. ოზურგეთის კარანტინი ხშირად გვხვდება ოზურგეთთან დაკავშირებულ პუბლიკაციებში. ეს იყო ჩვეულებრივი სასაზღვრო საბაჟო-საკარანტინო სამსახური, აქვე იდგა სიმაგრე, ახლაცაა შემორჩენილი სიმაგრის სამხრეთით არსებული დამცავი თხრილი.
შემდეგში ამ ადგილს “ნაკარახტინალს” ეძახდნენ, უფრო მოგვიანებით კი “ბასრას”. 1852 წელს ოზურგეთში მოლაპარაკებებზე დიდი ამალით ჩამოვიდა ლაზისტანის მმართველი აბდულ-ლატიფ ფაშა, რომელსაც მდინარე ჩოლოქზე დახვდა კავკასიის მთავარმმართებელი, მიუხედავად სტუმრის მაღალი სტატუსისა ლაზისტანის ფაშა მისი ამალით ჯერ კარანტიში მიიყვანეს სადაც სამედიცინო-სანიტარული კონტროლი გაიარა მთელ ამალასთან ერთად და მერე შემოვიდა ოზურგეთში.
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა