ამ ხალხს არანაირი საერთო პოლიტიკასთან არ აქვთ, ეს არის რაღაც კრიმინალური ბანდა, რომელმაც ქვეყანა ჩაიგდო ხელში და ამის ხელიდან გაშვება არ უნდათ, – ამის შესახებ რეჟისორმა, გია ჭანტურიამ გადაცემა “რეაქციაში„ განაცხადა.
მისი თქმით, “ოცნებისთვის“ ხელისუფლების დაკარგვა მათი პასუხისმგებლობის საკითხია.
ჭანტურია მიიჩნევს, რომ მთავარი ძალა, ახლა ხალხის სიმრავლეშია.
”მათთვის ხელისუფლების დაკარგვა მათი პასუხისმგებლობის საკითხია. რეალურად, “ოცნების“ მხარდამჭერი, მებრძოლი “ქოცი“ ძალიან ცოტაა. ქალბატონები, რომელსაც უწევს , რომ 200 ლარის გამო გააყალბოს, საშინელი ტრაგედიაა.
ჩვენი ძალა სიმრავლეში და ერთობაშია და ჩვენ თუ ეს წორედ არ აღვიქვით, შეუძლებელია, თუ ერთად დავდექით, ერთად შევკრიბებით და მოვითხოვთ რაც საჭიროა, ვერცერთი სპეცრაზმი, ამის წინააღმდეგ ვერაფერი დადგება. ძველ დროშიც, სწორედ ხალხის ნების დანახვით მოუწიათ, იმ დიდი საშინელი კომუნისტობის დანგრევა“, – განაცხადა ჭანტურიამ.